NMG დეფიციტური ტექნიკური პროფესიების მხარდაჭერის მიზნით კოლეჯ „სპექტრთან“ თანამშრომლობას იწყებს და სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს

NMG-სა (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის დეფიციტურ და მოთხოვნად ტექნიკურ პროფესიებში განათლების მხარდაჭერასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში, კოლეჯში სწავლება რეალურ საწარმოო გამოცდილებას დაუკავშირდება. რამდენიმე სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გაივლის NMG-ის შვილობილ კომპანიებში მათთვის მისაღები მოქნილი სამუშაო გრაფიკით. ეს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გარდაქმნან.

სტუდენტები მიიღებენ:

  • პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას;
  • სტიპენდიას;
  • სამუშაო საათებში უფასო ლანჩს.

როგორც NMG-ში განმარტავენ, სწავლის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში მათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

„გვჯერა, რომ პროფესიული განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქმნის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის კარიერულ გზას უფრო ხელმისაწვდომს და პრაქტიკულს ხდის. პროფესიული განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდებისთვის რეალური დასაქმების გზების შექმნა, ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია“, - აცხადებს NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ურუშაძე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში NMG-მ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა განათლების, გარემოს დაცვისა და შრომითი უფლებების მიმართულებით. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პროფესიული მიმართულებების მხარდაჭერას, რომლებზეც დღეს შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. მათ შორისაა ტექნიკური სპეციალობები, რაც საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი