რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1-ელ აპრილს მოლაპარაკებებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2026 წლის 1-ელ აპრილს მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერები განიხილავენ რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს, ევრაზიის რეგიონში ინტეგრაციულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირების განვითარებას.