ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა დავადასტუროთ ურყევი ერთგულება იმის უზრუნველყოფის მიმართ, რომ რუსეთს უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფარგლებში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სრულ პასუხისმგებლობას უზრუნველყოფენ“.

„დღეს კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი სისასტიკის მსხვერპლ ადამიანებს, რაც ჩადენილი იქნა 2022 წელს რუსეთის მიერ კიევის რეგიონის ნაწილების დროებითი ოკუპაციის დროს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება იმის უზრუნველყოფის მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას უნგრეთის გარდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეუერთდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი