„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია

„საქართველოს ბანკი“ ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ოთხ წელზე მეტია ახორციელებს.

STEM სკოლის მეშვიდე ნაკადზე მიღება დასრულდა და გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე „საქართველოს ბანკის 47 სტიპენდიატი.

წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, მიღებული ქულების მიხედვით კი გამოვლინდა 250 მოსწავლე, რომლებიც სწავლას STEM სკოლაში გააგრძელებენ.

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. მეშვიდე ნაკადზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიდან 32 სრული, 15 კი - 50%-იანი დაფინანსებით ისწავლის STEM სკოლაში.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი პროგრამა და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნადმომავლის პროფესიების საფუძვლებს.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი