ირაკლი ანთაძე - ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განვიხილავთ - დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ - უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა.

ამასთანავე, თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი, ეს საკითხი რეგულარულად განიხილება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და უსაფრთხოდ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი