დავით სიხარულიძე - საქართველოს ინტერესებშია, რომ ირანის ელჩს არ ჰქონდეს საშუალება და შესაძლებლობა, ასეთი მუქარით ესაუბროს საქართველოს

ელჩმა რატომღაც ჩათვალა, რომ მას აქვს უფლება დაემუქროს საქართველოს და ქართველ ხალხს. ვფიქრობ, რომ ეს შეგრძნება გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში არ იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ განცხადებას.

სიხარულიძის თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რომ ირანის ელჩს არ ჰქონდეს საშუალება და შესაძლებლობა, მუქარით ესაუბროს საქართველოს.

„წარმოუდგენელი თავხედობაა ეს განცხადება! მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამო ნაბიჯებით და მე ვფიქრობ, რომ მან რატომღაც ჩათვალა, რომ მას აქვს უფლება, დაემუქროს საქართველოს და ქართველ ხალხს. ვფიქრობ, რომ ეს შეგრძნება, რომ მას აქვს ამის უფლება, გამოწვეულია იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში არ იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საკუთარ თავს ის აძლევს უფლებას, რომ დაემუქროს საქართველოს - ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა! საქართველოს ინტერესებშია, რომ ირანის ელჩს არ ჰქონდეს საშუალება და შესაძლებლობა, რომ ასეთი მუქარით ესაუბროს საქართველოს“, - განაცხადა სიხარულიძემ.

ის მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი სწორედ ირანში მიმდინარე ომს შეეხებოდა.

„გუშინდელ სატელეფონო ზარზე, მე ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება იმ სამხედრო ოპერაციას, რომელიც მიმდინარეობს ირანში, ირანის სახელმწიფოს გასათავისუფლებლად რეჟიმისგან. დაგეგმვა მიმდინარეობს ახლა შემდგომი ნაბიჯების და ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ამ საკითხებს, ბუნებრივია, განიხილავენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან. ამიტომ, მე ვფიქრობ, სწორედ ამას ეხებოდა და ეს ჩანს კიდევაც იმ განცხადებიდან, რომელიც დადო სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაიმეორა აშშ-ის საელჩომ“, - განაცხადა სიხარულიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი