გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული დირექტორი, ფლორენს ბაუერი, სტრატეგიული პარტნიორობების გასამყარებლად საქართველოში ვიზიტით იმყოფება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ფლორენს ბაუერი, დღეს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან გაეროს მოსახლეობის ფონდის სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურება, 2026–2030 წლებისთვის ქვეყნის ახლად დამტკიცებული რიგით მეხუთე პროგრამის ფარგლებში.

ფლორენს ბაუერი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს ისეთი ეროვნული პრიორიტეტების განსახილველად, როგორიცაა, ინკლუზიური განვითარება, გენდერული თანასწორობა და ახალგაზრდების გაძლიერება. გარდა ამისა, მისი ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დემოგრაფიული მდგრადობის გაძლიერება და მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი, მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების წახალისება.

ვიზიტის ფარგლებში ფლორენს ბაუერი შეხვედრას გამართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც, სადაც იგი ისაუბრებს კონკურენტული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და თანაბარი ანაზღაურების გადამწყვეტი გავლენის შესახებ; ის ასევე დაესწრება მეხუთე „60+ კლუბის“ გახსნას, დიღომში, რომელიც ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება, და შეხვდება გენდერული ნიშნით ძალადობაგამოვლილ ქალებს.

ვიზიტის დასასრულს, UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი უმასპინძლებს დიპლომატიურ კორპუსს, თბილისში, ფემინისტურ საფეხმავლო ტურზე, საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი