თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალს „ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე“.
სხდომას ესწრება ალეკო ელისაშვილიც.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარედგინა.
ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.