უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემაზე ჯერ, სამწუხაროდ, კარგი ამბები არ გვაქვს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბუჩაში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
კალასი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს შემდგომ შეხვედრაზე მიიღებენ.
“კი, გარკვეული დაბრკოლებები გვაქვს მე-20 სასანქციო პაკეტზე და ასევე, სესხის გადახდისკენ გზაზე. მათ დასაძლევად მუშაობა გრძელდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს კარგი ამბების გავრცელება არ შემიძლია. ჯერ კიდევ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე იქნება მიღებული”, - განაცხადა კალასმა.