გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ აპრილს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდაში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, ღვინჯილიას, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.