„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა

კომპანია „სილქნეტი“ თბილისის გამორჩეული მუსიკალური სივრცის - Tatuza Jazz Club-ის პარტნიორი გახდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, ჯაზ კლუბთან თანამშრომლობა სწორედ ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. სილქნეტი უკვე მრავალი წელია ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა წინანდლის ფესტივალი და პლატფორმა Billboard Georgia-ს დაარსება, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.

ჯაზ კლუბი Tatuza სასტუმრო ტელეგრაფის სავიზიტო ბარათია და ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის თამაზ ყურაშვილის, იგივე თათუზას, სახელს ატარებს. უნიკალური შემსრულებლის, პედაგოგისა და მენტორის ოცნება იყო საქართველოს მსოფლიო სტანდარტის ჯაზ კლუბი ჰქონოდა. სწორედ ამ იდეის განხორციელებაა Tatuza Jazz Club-ი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გამორჩეულ სივრცეში აერთიანებს. კლუბის უნიკალურობას მაღალი ხარისხის აკუსტიკა განსაზღვრავს, რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა ქსავიე ფაბრმა შექმნა. აუდიო სისტემაზე კი მსოფლიო ლიდერებმა - L-Acoustics-მა და Meyer Sound-მა იმუშავა. კლუბი ყოველთვიურად ოცდახუთამდე ღონისძიებას მასპინძლობს და ჯაზის მოყვარულებისთვის შეკრების განსაკუთრებული ადგილია.

(R)

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი