ადვოკატი - თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ნიღბიანი პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო - მოწმეც არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ძაღლები

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქმეს [საქალაქო სასამართლოს შენობის არქივში ხანძრის გაჩენა] ალეკო ელისაშვილთან დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზითაც დადგინდა, რომ ვიდეო-კადრები პირის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია.

ადვოკატი აცხადებს, პროკურატურის ვერსიით, „თაროზე შემოდებულ” საქმეში ალეკო ელისაშვილის კავშირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს, რის შემდეგაც ჩატარდა ძაღლების საშუალებით ექსპერტიზა და მოწმეც კი არ არსებობს.

"პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრები უვარგისია ადამიანის იდენტიფიცირებისათვის, მაგრამ ამის მიუხედავად, წითელი, დიდი "შრიფტით" დააწერეს, უცნობი ნიღბიანი ადამიანის ვიდეო-კადრებს "ალექსანდრე ელისაშვილი". იგივე წარმატებით შესაძლებელი იყო ნებისმიერი ადამიანის სახელისა და გვარის დაწერა.

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეს ალეკო ელისაშვილთან დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა. გაუგებარია რატომ დაელოდნენ ერთი წელი და მაინც და მაინც მარტში რატომ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა. ეს ყველაფერი კი დაემთხვა იმას, რომ ძირითად საქმეზე სასამართლოში გამოვლინდა, რომ 2 ლიტრი ბენზინით შეუძლებელი იყო, რომ 3 ჰექტარი შენობის გადაწვა მომხდარიყო და ტერორისტული მიზნის მიღწევა. ასევე, ამას დაემთხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესის დაწყება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები აკეთა და ელისაშვილის სახელი გამოიყენა ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის. ამის შემდეგ კი ერთი წლის წინ, თაროზე შემოდებულ საქმეზე დაიწერა პატაკი, რომ თურმე ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, რომ ეს პირი შესაძლოა ელისაშვილი ყოფილიყო. რის შემდეგაც ჩატარდა ძაღლებით ექსპერტიზა. აი ეს არის ეს სისხლის სამართლის საქმე.

ასევე, ერთი საქმე გამორიცხავს მეორე საქმეს და პროკურატურის ალოგიკურობას წარმოაჩენს. მოწმეც არ გვყავს, ძაღლები გვყავს", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი