ირაკლი კუპრაძე - დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ წარსულის მონაპოვარი, ის ნიშნავს ყოველდღიურ პასუხისმგებლობას

დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ წარსულის მონაპოვარი, ის ნიშნავს ყოველდღიურ პასუხისმგებლობას - სახელმწიფოს გაძლიერებას, ეროვნული ინტერესების დაცვას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს განვითარების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

კუპრაძის შეფასებით, 31 მარტი არის დღე, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა ქართველი ხალხის ნება - ვიცხოვროთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის 1991 წლის რეფერენდუმი უდიდესი მოვლენა იყო - საზოგადოებამ ერთხმად დააფიქსირა არჩევანი, ეცხოვრა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეროვნული ღირსების, სიმამაცისა და მომავლის რწმენის გამოხატულება.

სწორედ ამ ერთიანობამ შექმნა საფუძველი ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. საზოგადოების ნებამ განსაზღვრა ქვეყნის გზა - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ”, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი