ნუგზარ წიკლაური - რუსეთის საგარეო დაზვერვა გვეუბნება: „არ გაბედოთ და ვინმე არ აირჩიოთ ქართულ ეკლესიაში“, ირანის ელჩი კი აღა მაჰმად ხანის ენით გველაპარაკება - ახლა ერთ ფეხზე დგანან? რატომ არ ეპასუხებიან? რატომ არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს?

რუსეთის საგარეო დაზვერვა გვეუბნება, არ გაბედოთ და ვინმე არ აირჩიოთ ქართულ ეკლესიაში, ირანის ელჩი კი აღა მაჰმად ხანის ენით გველაპარაკება, - ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, განსაკუთრებით საგანგაშოა ირანის ელჩის განცხადება იმ ფონზე, როცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ირანთან აქტიური კონტაქტები ჰქონდა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს მკაფიო საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია და შესაბამისი საერთაშორისო მხარდაჭერა.

„წარმოუდგენელი რამ მოხდა (ირანის საელჩოს განცხადება), თან ეს რის ფონზე მოხდა, საქართველოს მთავრობა ჩადიოდა ირანში, იქ უდრტვინველად უსმენდა განცხადებებს: „სიკვდილი ამერიკას!“ შემდეგ დავიტირეთ ირანის ერთ-ერთი პრეზიდენტი, თბილისის ანძა ირანის ფერებში განათდა და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, უცებ, წარმოუდგენელ თავდასხმას ვისმენთ ელჩის მხრიდან. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ელჩი, ადამიანი, რომელიც ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას უნდა ემსახურებოდეს, ამ დროს ვისმენთ ასეთ განცხადებებს. ასეა, როდესაც ორიენტაცია არ გაქვს, როდესაც არ გაქვს არავითარი დაცვა, არ გაქვს სხვადასხვა სახელმწიფოებთან სისტემური ზურგი, მაშინ ასეთი ენით დაიწყებენ ლაპარაკს შენთან.

საქართველოს მთავრობის პოზიცია მაინტერესებს. გერმანიის ელჩს, რომ დასდევდნენ ქუჩებში; აშშ-ს ელჩს საქართველოში, რომ ატერორებდნენ; ხან ევროპარლამენტის, ხან საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს რომ ვუსმენთ, ახლა ამაზე არ უნდა ჰქონდეს რეაქცია ნორმალურ სახელმწიფოს?!

რუსეთის საგარეო დაზვერვა გვეუბნება, არ გაბედოთ და ვინმე არ აირჩიოთ ქართულ ეკლესიაში. ირანის ელჩი კი აღა მაჰმად ხანის ენით გველაპარაკება. ირანთან ახლა ერთ ფეხზე დგანან. რატომ არ ეპასუხებიან, რატომ არ იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს?“,- განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურმა ასევე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

მისი თქმით, აღნიშნული კომუნიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასაკმარისია, თუმცა სავარაუდოა, რომ საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები იყო.

„ცხადია, მწირი იყო ის ინფორმაცია, რომელიც როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ გასცა. ყველასთვის ცხადია, რომ საუბრის თემა ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. რა თქმა უნდა, ამერიკას უფრო დიდი საგარეო საქმე, ვიდრე ირანში ომია, არ აქვს. რა თქმა უნდა, ამერიკას აინტერესებს როგორია სხვადასხვა ქვეყნის პოზიცია. ალბათ, ეს პოზიცია იკითხა საქართველოსთანაც. ამ პოზიციის ჩამოყალიბება ვერ ხდება საქართველოს მხრიდან. მკაფიო გზავნილს ვერ გვთავაზობენ“,- განაცხადა წიკლაურმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი