რუსეთი მიზანმიმართულად ამისამართებს დრონებს ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთისკენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გაუგზავნია დრონები ბალტიის ქვეყნებისკენ და ფინეთისკენ, არამედ ყველა ასეთ შემთხვევაში საუბარია რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებზე.
უკრაინელი მინისტრის თქმით, მუდმივ კავშირში იმყოფება ბალტიელ კოლეგებთან დრონებთან ინციდენტებთან დაკავშირებით.
“დაუყოვნებლივ ვუზიარებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არასდროს არ გაგვიგზავნია დრონები ამ ქვეყნების მიმართულებით…
დაზვერვის მონაცემები გვაქვს, რომლებიც მეტყველებენ, რომ რუსები სპეციალურად ამისამართებენ დრონებს ბალტიის ქვეყნებისკენ, რათა ეს ინციდენტები თავის საინფორმაციო მიზნებისთვის, პროპაგანდის მიზნებისთვის, გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ერთად უნდა გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა”, - განაცხადა სიბიგამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ ინციდენტების მიზეზი რუსეთი და რუსეთის აგრესიაა.