ირანის პრეზიდენტი - გვაქვს ამ კონფლიქტის დასრულების საჭირო ნება, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილდება აუცილებელი პირობები

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მის ქვეყანას აქვს საჭირო ნება, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან მიმდინარე ომი დაასრულოს, თუმცა სურს მიიღოს გარანტიები, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდება.

„ჩვენ გვაქვს ამ კონფლიქტის დასრულების საჭირო ნება, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილდება აუცილებელი პირობები, განსაკუთრებით კი აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭირო გარანტიები“, - განაცხადა პეზეშკიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ანტონიო კოშტამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება უკიდურესად საშიშია და ირანს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, მოვუწოდე ირანს, შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი თავდასხმები და დადებითად ჩაერთოს დიპლომატიურ გზაზე, განსაკუთრებით გაეროსთან, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში“, - დაწერა მან X-ზე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა