ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა An-26-ის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-თან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა. თვითმფრინავი ყირიმის თავზე დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა