მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს.

„მიმდინარეობს შეტყობინებების გაცვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრაც შედგეს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს.

„საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად დგას, მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებას და გვიკრძალავენ ფრენას“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმებში პირდაპირ ჩართვაზე უარი განაცხადეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა