ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ცოტა ხნის წინ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა დაასრულეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში აფეთქებების ხმები ისმოდა.