რომის პაპი - ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში

რომის პაპმა ლეო XIV-მ იმედი გამოთქვა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი აღდგომამდე დასრულდება.

„მითხრეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. იმედი მაქვს, რომ ის გამოსავალს ეძებს. იმედია, ის ეძებს გზას ძალადობის, დაბომბვის შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ სიძულვილის აღმოფხვრაში, რომელიც იქმნება და მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ.

„მათ მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში. ეს წელიწადის ყველაზე წმინდა დრო უნდა იყოს. ეს მშვიდობის დროა, რეფლექსიის დრო. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, მსოფლიოში, ბევრ ადგილას, ვხედავთ უამრავ ტანჯვას, სიკვდილს, უდანაშაულო ბავშვებსაც კი. გამუდმებით მშვიდობის მოწოდებით გამოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სურს სიძულვილის, ძალადობის, ომის წახალისება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა