აბას არაღჩი - სტივ უიტკოფისგან შეტყობინებებს პირდაპირ ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული - სიმართლე არ არის ის, რომ ირანში რომელიმე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უიტკოფიდან შეტყობინებებს პირდაპირ ვიღებ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს.

„როგორც ადრე, უიტკოფისგან შეტყობინებებს პირდაპირ ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული. სიმართლე არ არის ის, რომ ირანში რომელიმე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყველა შეტყობინების გადაცემა ან მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხდება, ასევე კომუნიკაცია უსაფრთხოების სააგენტოებს შორისაც არის“, - განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, აშშ-სთან „ნდობა ნულის დონეზეა“.

„არ გვაქვს იმის რწმენა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები რაიმე შედეგს მოიტანს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა