რუსეთი უკრაინას 339 დრონით დაესხა თავს - დარტყმა 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსული ძალები უკრაინას წუხელ 339 დრონით, მათ შორის Shahed-ის ტიპის 200 დრონით, დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მტრის 298 დრონი გაანადგურეს.

ამასთან, დაფიქსირდა 20 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 11 ლოკაციაზე, განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კი ხუთ ადგილას ჩამოვარდა.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა, რადიოელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა