„Kia საქართველო“ „ტერა ლიზინგთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს ახალ, მოქნილ ფინანსურ გადაწყვეტილებას სთავაზობს. შეთავაზება ვრცელდება 2026 წლის Kia Sportage HEV მოდელებზე, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ჰიბრიდულ ავტომობილს წარმოადგენს და გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და მაღალი ეფექტურობით.
კამპანიის ფარგლებში, აპრილის თვეში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ავტომობილი შეიძინონ მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს შეძენის პროცესს და ზრდის პროდუქტის ხელმისაწვდომობას.
შეთავაზებას დამატებით ღირებულებას მატებს Kia-ს ბრენდის ორიგინალი აქსესუარები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც პრაქტიკულ სარგებელს, ასევე ავტომობილის ვიზუალური იდენტობის გამოკვეთას.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას და თანამედროვე, ეკოლოგიურად ეფექტური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ Kia საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას ან ეწვიეთ ბრენდის შოურუმს - დავით აღმაშენელის ხეივანი 84.
კომპანიის შესახებ
Kia საქართველო 2007 წლიდან წარმოადგენს Kia-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ავტომობილებს, ავტოსერვისსა და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს.
(R)