ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
მათივე ცნობით, 11 წლის გოგონას რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა დარტყმები ბნეი-ბრაკსა და თელ-ავივში კასეტური ბომბებით აღჭურვილი რაკეტებით განახორციელა.