თენგიზ შარმანაშვილი - სტრასბურგში კითხვებზე პასუხს გავცემთ და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში - გვექნება ჩვენი არგუმენტები, როგორ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა და ჩვენი სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან

კითხვებზე პასუხს გავცემთ და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე სახელმწიფოს ასეთ ურთიერთობებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საია-ს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო.

შარმანაშვილის თქმით, მათ ექნებათ არგუმენტები, „როგორ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან”.

„როგორც პროცედურა ითვალისწინებს, ამ კითხვებზე პასუხს გავცემთ და ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში, რადგან, როგორც წესი, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე სახელმწიფოს ასეთ ურთიერთობებში. პასუხიც გასაცემი გვაქვს, ასეთი FARA-ს ტიპის კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს, ის მოქმედებს აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთშიც, რომელიც გაცილებით უფრო რადიკალურია, ვიდრე ჩვენი კანონი. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, როგორ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროფესიონალები ამას ნათლად დახატავენ”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საია-ს ინფორმაციით, სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საია-ს და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელ აპრილს საია საზოგადოებას მიაწოდებს მეტ დეტალს საქმის არსის და ევროპული სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვების შესახებ.საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, კანონი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების „შევიწროების იარაღად არის გამიზნული“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა