საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ 2026 წლის 27 მარტს საერთო კრებაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩია.
გამგეობის გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სიფას ზვიად კორძაძე უხელმძღვანელებს.
ახალი თავჯდომარითა და გამგეობის განახლებული შემადგენლობით საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გააგრძელებს ორგანიზაციის თანმიმდევრულ განვითარებას და ხელს შეუწყობს მისი როლის გაძლიერებას. სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებების დაცვა, პროფესიული განათლებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება,ადვოკატის როლის გაძლიერება, მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება სიფასთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მადლობას უხდის ქეთევან ქვარცხავას და გამგეობის ძველ შემადგენლობას გაწეული საქმიანობისათვის.
(R)