ლევან მახაშვილი - რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით უნდა წარსდგნენ - არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება

ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები და ცისარტყელას ფერები არ აინტერესებს - მათ კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება სჭირდებათ, ოპოზიცია კი ამის ნაცვლად ახალი სახელებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს.

რაც შეეხება 26 მაისს აქციის დაგეგმვას, მახაშვილის თქმით, 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება გასაკვირი არ არის.

„ძალიან საინტერესოა ისევ [აქციის] ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს.

რაც შეეხება ამ ალიანსს, რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რომ „აღვსდექით და ერთად ვართ“, მერე უკვე ისევ რაღაც ახალ-ახალი სახელები, ახალ-ახალი სხვადასხვა ფერის და სახელებით დაყოფა იყო. ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე.

არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები, ისეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას არის კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. ამის ნაცვლად ისევ რაღაც ახალი სახელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას“, - განაცხადა მახაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას მახაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას, სახელი, გვარები და ფერები კი არ აინტერესებს, საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულ პრობლემაზე გამოსავალი.

„მრავალფეროვნება კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის, რომ ერთი და იგივე წრეზე, ერთი და იგივე პრობლემის გარშემო ტრიალებენ. საზოგადოებას, სახელი, გვარები და ფერები კი არ აინტერესებს, საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულ პრობლემაზე გამოსავალი.

ამ გამოსავლის ნაცვლად, ესენი საზოგადოებას პრობლემებს უმატებენ ზემოდან. ეს არის პრობლემა, თორემ დაირქვან რა სახელიც უნდათ - პირიქით, იტრიალონ ერთსა და იმავე წრეზე, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის, ეს მისაღებია, პირიქით კარგია, იმიტომ რომ საზოგადოება ხედავს რა არასერიოზულ ძალაზე გვაქვს საუბარი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა