ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებს თვეების განმავლობაში ვიგრძნობთ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებს თვეების განმავლობაში ვიგრძნობთ, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

„მესმის, რომ ძნელია ახლა პოზიტიურად იყო განწყობილი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ისტორიაში ბენზინისა და დიზელის ფასების ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია. ავსტრალია ამ ომში აქტიური მონაწილე არ არის, თუმცა, მის გამო ყველა ავსტრალიელი უფრო მაღალ ფასებს იხდის“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.

ალბანეზემ სატელევიზიო მიმართვისას ავსტრალიის მოსახლეობას მოუწოდა, რომ საწვავის ზედმეტი მოხმარებისგან თავი შეიკავონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

„თუ ავტომობილით გადაადგილებას აპირებთ, იგი მხოლოდ საჭირო რაოდენობის საწვავით შეავსეთ. იფიქრეთ სხვებზეც, ვინც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიაშია. ასევე, მომდევნო კვირების განმავლობაში, თუ შეგიძლიათ, სამსახურში მატარებლის, ავტობუსის ან ტრამვაის გამოყენებით წადით“, - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა