სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

სამართალდამცავების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

სამართალდამცავების მიერ, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.

პოლიციელების მიერ, ასევე, აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.

სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, ,,მდმა", „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცავები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ“, - განაცხადა დარახველიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა