სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული შუახნის ქალი ამ დრომდე თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სისხლნაჟღენთი დაზიანებებით გუშინ დილით შეიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები და გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანმა ქალებმა თანასოფლელ ქალს სცემეს და თანხა გასტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.