ადვოკატი თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის განაჩენზე - დარწმუნებულები ვართ, თუ საქართველოში არა, სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც გვინდა, რომ დადგეს

დარწმუნებულები ვართ, თუ საქართველოში არა, სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც ჩვენ გვინდა, რომ დადგეს, - ასე ეხმაურება ადვოკატი დათა კუპრავა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას.

ადვოკატის თქმით, თოშხუა და შერვაშიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ.

„მოსამართლემ, მისი განმარტებით, არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებაზე, რასაც დაცვის მხარე თავისთავად, არ და ვერ დავეთანხმებით. კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის ნაწილს, მოსამართლემ იმსჯელა, რომ თითქოს, მან ვერ დაინახა მათი მხრიდან რამე სახის მონანიება. თუმცა, ვერ ვხვდები, რა მონანიებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ხარ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ადამიანი მოდის, თავს გესხმის, აგრესიულად განწყობილი პიროვნება და შენ ცდილობ, ეს ადამიანი მოიგერიო და შემდეგ ტერიტორიიდან გააძევო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც სასჯელის ნაწილს ვერ გავიზიარებთ და ვერც არსებით გადაწყვეტილებას, რაც ეხება გამამტყუნებელ განაჩენს. ვნახოთ, რას იზამს სააპელაციო სასამართლო. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ თუ საქართველოში არა, სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ“, - განაცხადა კუპრავამ.

ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძის განაჩენის მიხედვით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა