კირ სტარმერი - ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ შეიცვლება - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო

ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ შევიცვალო პოზიცია [ირანის წინააღმდეგ] ომში ჩართვასთან დაკავშირებით და არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

„რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა ხმაურიც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უნდა ვიმოქმედო ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სტარმერმა.

კითხვაზე, ამყარებს თუ არა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს, იმ ფონზე, როცა მისი ურთიერთობა ტრამპთან უარესდება, სტარმერმა უპასუხა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის არჩევანს არ აკეთებს.

„ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებშია, გვქონდეს ძლიერი ურთიერთობა აშშ-სთან და ევროპასთან. მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ენერგიის გამონაბოლქვისა და ეკონომიკის საკითხებს ეხება, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ურთიერთობა ევროპასთან“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს „გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები მოითხოვს უფრო მჭიდრო პარტნიორობას მოკავშირეებთან ევროპაში და ევროკავშირთან“.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში გამოაცხადებს ევროკავშირის პარტნიორებთან ახალი სამიტის შესახებ, რომელიც „სახიფათო სამყაროში“ პარტნიორობის დამყარებას ისახავს მიზნად.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა