სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა და დღეიდან, კომპანიის ვებგვერდზე mppd.aldagi.ge, აღნიშნული პოლისის შეძენა უკვე თვეში 10 ლარიდან არის შესაძლებელი. ინფორმაციას კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.
სადაზღვევო კომპანიის ცნობით, პროდუქტი მომხმარებელს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვროს მძღოლის პასუხისმგებლობის ლიმიტი და საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პირობებით ისარგებლოს.
„პოლისის ძირითადი პირობები: ღირებულება: თვეში 10 ლარი; სადაზღვევო ლიმიტი: 2,000 ლარი; დაფარვის სფერო: მესამე პირის ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
„ალდაგის“ სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების 70%-ში ზიანის აღდგენის ღირებულება 2,000 ლარამდეა. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი, ბიუჯეტური პაკეტი. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, როდესაც მომხმარებელს ასეთი დაბალი ტარიფით მნიშვნელოვანი ფინანსური რისკების დაზღვევა შეუძლია.
„ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროდუქტია, რომელიც მძღოლს მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებებისგან იცავს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ გაუთვალისწინებელი ხარჯებით გამოწვეული წნეხი,“ - აცხადებენ კომპანიაში.
სიახლესთან ერთად, „ალდაგში“ სპეციალური გათამაშებაც მიმდინარეობს. ყოველი მეასე მომხმარებელი, რომელიც ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ვებგვერდზე შეიძენს, საჩუქრად მიიღებს საკუთარი ავტომობილის სრულ (კასკო) დაზღვევას.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მძღოლების სტიმულირებას, რათა მათ უკეთ გაიაზრონ დაზღვევის მნიშვნელობა და სამომავლოდაც საიმედოდ დაიცვან საკუთარი ქონება თუ პასუხისმგებლობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.