სახალხო დამცველი - უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული: მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია

უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული: მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია, სპეციალისტები პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ და მენიუ ხშირად წლობით უცვლელია,- ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ბენეფიციართა ძირითადი სიის გარდა დამატებითი სია არ არსებობს, ახალი ბენეფიციარები სერვისს იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი სიიდან ვინმე ამოირიცხება.

„საანგარიშო პერიოდში უშუალოდ სახალხო დამცველმა რამდენიმე უფასო სასადილო მოინახულა, გაეცნო იქ არსებულ საერთო მდგომარეობას, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს და პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გაესაუბრა. საანგარიშო პერიოდში, ცალკეული ვიზიტისა და გასულ წლებში გამოვლენილი ხარვეზებზე სისტემური ზედამხედველობის შედეგად, სახალხო დამცველმა წინა წლებში ჩატარებული მონიტორინგის მსგავსად, კვლავ გამოკვეთა რიგი სისტემური პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ეფექტიან საპასუხო ღონისძიებებს, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბენეფიციართა უფლებების დასაცავად.

კერძოდ, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. საკვების ოდენობა, კალორაჟი, ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური მოთხოვნები, თითოეულ მუნიციპალიტეტში განსხვავებული წესით არის ჩამოყალიბებული. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ერთიანი სტანდარტების, ნორმატიული წესების დადგენა და წესების შემუშავება, გამომდინარეობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტიდან.

გარდა ამისა, ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული: მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია, სპეციალისტები პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ და მენიუ ხშირად წლობით უცვლელია. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ბენეფიციართა ძირითადი სიის გარდა დამატებითი სია არ არსებობს, ახალი ბენეფიციარები სერვისს იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი სიიდან ვინმე ამოირიცხება. ამით, იზღუდება საკვებზე ხელმისაწვდომობა იმ პირებისთვის, რომლებიც ობიექტურად აკმაყოფილებენ ბენეფიციარისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ სიაში მხოლოდ დადგენილი წესების ან რესურსების დეფიციტის გამო ვერ ხვდებიან.

გარდა ამისა, სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალში საცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1.70 ლარია, ხოლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის ოდენობა 2.40 ლარიდან 4.70 ლარამდე მერყეობს. ამასთანავე, კასპის მუნიციპალიტეტის სასადილოში თითოეულ მოსარგებლეზე გამოყოფილი თანხა დღიურად 6.75 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია