დიმიტრი პესკოვი - ზელენსკიმ დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საქმე ორ თვეში არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გასვლის შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო.

„ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო - პასუხისმგებლობა აეღო და ეს რთული გადაწყვეტილება მიეღო“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში არსებული პაუზის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული.

„პაუზა გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ამჟამად სხვა საკითხებით არიან დაკავებულები, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით და გასაგები მიზეზების გამო, მათ ახლა არ შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ უკრაინის საკითხებზე სამმხრივ მოლაპარაკებებში“, - აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ ორი თვის განმავლობაში დონბასიდან ჯარები გაიყვანოს.

„მათ [ამერიკულ მხარეს] უთხრეს, რომ ორ თვეში ისინი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, დონბასს დაიკავებენ. ამიტომ, უკრაინას ორი თვე აქვს გასასვლელად და შემდეგ ომი დასრულდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა