ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე - ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო - [ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება] საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ კომპეტენტური უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროა.

“ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამისთვის ქვეყანაში არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ის არის სწორედაც ის უწყება, რომელიც ამაზე არის ინფორმირებული და კომენტარის უფლების მატარებელი.

[ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება] საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ უწყების კომპეტენციაა ის, რომ აწარმოოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, როგორც ამ პოლიტიკის პრაქტიკაში განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, სწორედაც ის არის კომპეტენტურიც და რელევანტურიც, რომ თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მან უნდა გაგცეთ [პასუხი].

უფრო ამომწურავად, კომპეტენტურად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ გნებავთ, თუ არ გნებავთ - არა”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია