პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს საგამონაკლისო რეგულაცია დაემატა, რომლის მიხედვით, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა. პროექტი 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა