პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის ამოქმედებით პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს.

ცვლილებები “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში განახორციელა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კანონის ყველა ის ჩანაწერი უქმდება, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე, საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა