დონალდ ტრამპი - ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, გაცილებით ნაკლებად რადიკალიზებულმა და წინამორბედზე უფრო ჭკვიანმა, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა

ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპის თქმით, თხოვნას აშშ განიხილავს, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა, მანამდე კი, ირანს სრულ განადგურებამდე დაბომბავს.

“ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, გაცილებით ნაკლებად რადიკალიზებულმა და თავის წინამორბედზე გაცილებით უფრო ჭკვიანმა, ამ წამს ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა! განვიხილავთ, როდესაც ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი, და სუფთა. მანამდე კი, ირანს სრულ განადგურებამდე ვბომბავთ ან, როგორც თავად ამბობენ, უკან ქვის ხანაში!!!”, - წერს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა