გიორგი სიორიძე - ომბუდსმენის ანგარიშში ასახულია კატასტროფული ვითარება, რომელიც ქვეყანაშია, ეს მოითხოვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც „ქართული ოცნება“ ნებით არ აპირებს, მაგრამ მოუწევს

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულია კატასტროფული ვითარება, რომელიც ქვეყანაშია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ანგარიში შეაფასა.

გიორგი სიორიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რაც მოითხოვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, საუბრობენ სამოქალაქო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საუბრობს ეუთო - რომ ქვეყანაში გაზრდილია პატიმრების რაოდენობა, პენიტენციურ დაწესებულებებში არის არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ამ ქვეყანაში ციხეებს მართავენ კრიმინალური ჯგუფები, შავი სამყარო, არაფორმალური მმართველობა. „ქართული ოცნება“ თავის დროზე მოვიდა ციხეებში მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივითაც, რითაც ამდენი ხანი ამაყობდნენ. ბევრად უფრო გაუარესებული მდგომარეობაა. ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, უსამართლოდ დასჯილი ადამიანები, მაშინ, როდესაც ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს აქციების დარბევის დროს, არა თუ პასუხისგებაში მიცემული, იდენტიფიცირებულიც არ არიან. ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ეს მოითხოვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ თავის ნებით არ აპირებს, მაგრამ მას მოუწევს, რადგან ხალხის მოთხოვნაა“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა