ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს მიკედლების პროცედურები შეზღუდეს, სიმართლეს არ შეესაბამება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ მიკედლების პროცედურები შეზღუდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სააგენტოს განცხადებით, დაინტერესებულ მოქალაქეებს, შეუძლიათ შეუფერხებლად მიმართონ სააგენტოს და ოფიციალურად მიიკედლონ მათ მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

„ამისათვის საჭიროა, გამოგვიგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა სააგენტოს ელფოსტაზე: info@ama.gov.ge

განცხადებას დაურთეთ: ძაღლის ფოტო, ასევე საჭდის ფოტო, რომელზეც იკითხება საჭდის ნომერი, მისამართი, სადაც გსურთ ძაღლის მიკედლება, ასევე თქვენი პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა