საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევით ბაქოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ყანდაშვილი აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ანარ ბაგიროვთან ერთად აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობისა და სამართლებრივი სისტემის განვითარების საკითხები. ასევე ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ადვოკატების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობაზე სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილს პროკურატურის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.