2 აპრილს, 10:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე "ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე" გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს.
2 აპრილს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია Animal Project-ი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის პროგრამის განხორციელების დროს ჩადენილი დანაშაულები“.
მის: "ტერმინალი", აბაშიძის ფილიალი (აბაშიძის ქ. #34)
2 აპრილს, 13:00 საათზე, „ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავის“ ტერიტორიაზე „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი – ილაპარაკეს“ ორგანიზებით, ინოვაციურ ინტერდისციპლინარულ პროექტ „მწვანე შუქის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.
მის: ბახტრიონის ქ.10
საკონტაქტო ტელ: 598240788
2 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)