ზვიად კორძაძე - გელა უძილაურის ჩვენება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და უნდა დაინტერესდეს პროკურატურა

უძილაურის ჩვენება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და ამით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. დაასახელა გვარები, დაასახელა როდის შედიოდნენ, დაასახელა თარიღები და შეამოწმონ, მართლა იყვნენ თუ არა ისინი შესულები, გადაამოწმონ ეს ჩვენება, ამას დაცვის მხარე ვერ გააკეთებს, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის, დავით მიქაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ გელა უძილაურის ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც უძილაურმა პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, სიგუაზე და გამომძიებელზე მიუთითა, თითქოს ისინი გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ უძილაურს მიქაძეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უძილაურმა რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი ახსენა, გამოძიებას კი მათი მოძიება, იდენტიფიცირება და უძილაურის ჩვენების გადამოწმება არ უცდია.

“საქმისთვის, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ და რომელიც ორგანიზებას ეხება, უძილაურმა ცალსახად დაადასტურა, რომ მიქაძეებს არავითარი შეხება არ აქვთ არც ინფორმაციის მიწოდებასთან, არც თანხის შეპირებასთან, საერთოდ არ ვიცნობ და არ მქონია შეხებაო. ამ საქმესთან მიმართებაში რომ არ ჰქონია, გასაგებია, მაგრამ ამასთან ერთად, მან დაასახელა ის მოტივები, რომლის გამოც მკვლელობა ჩაიდინა და ყველაზე უცნაური ის არის, რომ მან დაასახელა ადამიანი, რომელმაც შეატყობინა ჯანგველაძის ჩამოსვლა, მან დაასახელა ქალი, რომელთანაც რჩებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე და როგორც ჩემთვის ცნობილია, მის საქმეში არცერთი ეს ადამიანი არც მოძებნილი, არც იდენტიფიცირებული და არც გამოკითხული არ არის, ეს კი ცალკე ეჭვებს ბადებს. რატომ არ არის ეს ხალხი გამოკითხული, რატომ არ არის გადამოწმებული უძილაურის ჩვენების სარწმუნოება იქ, სადაც ამის ადგილი იყო. ამ დროს, უძილაური მოდის ჩვენთან პროცესზე და აქ არკვევენ მისი ჩვენებების სანდოობას მაშინ, როდესაც ამის ვალდებულება პროკურატურას უფრო ადრეც ჰქონდა.

უძილაურის ჩვენება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და ამით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. დაასახელა გვარები, დაასახელა როდის შედიოდნენ, დაასახელა თარიღები და შეამოწმონ, მართლა იყვნენ თუ არა ისინი შესულები, გადაამოწმონ ეს ჩვენება, ამას დაცვის მხარე ვერ გააკეთებს”, - განაცხადა ადვოკატმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა