დონალდ ტრამპი -  ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და უფრო გონივრულები არიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და გაცილებით გონივრულები ​​არიან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიზანი ირანის რეჟიმის შეცვლა არ იყო, თუმცა, რეჟიმი შეიცვალა, რადგან „მათი ყველა თავდაპირველი ლიდერი დაიღუპა“.

„ისინი ყველანი დაიღუპნენ. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. თუმცა, თუ ამ პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი ყურადღება ძირითად სამიზნეებზეა მიპყრობილი. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, აშშ-მა არ დაარტყა ირანის ნავთობს, მიუხედავად იმისა, რომ ის „ყველაზე მარტივი სამიზნეა, რადგან ეს მათ გადარჩენის ან აღდგენის მცირე შანსსაც კი არ მისცემდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა