მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება - სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება.

როგორც ის აცხადებს, წმინდა სინოდმა უნდა გადაწყვიტოს საპატრიარქო კანდიდატის ასაკი იქნება 70 წელი, თუ კიდევ დაემატება 2 წელი.

„[სინოდის სხდომაზე] სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროა უფრო კონკრეტული სახე ჩამოყალიბდეს. უნდა განვიხილოთ მართვა-გამგეობის დებულება. განიხილება განათლების და ასაკის საკითხი. პროცედურა ისეთი რამაა, რომ ექვემდებარება განსჯას. ყველას ექნება თავისი სიტყვა, კონკრეტული აზრი და ჩვენ ჩამოვყალიბდებით. არის საკითხები, რომელიც ექვემდებარება კანონს, დებულებას და არის საკითხები, რომელზედაც კონკრეტული თვალსაზრისით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს საკითხებია: ასაკი - როგორ უნდა განისაზღვროს საპატრიარქო ასაკი. უნდა იყოს აუცილებლად მინიმუმ 40 წლის ასაკის, მაქსიმალური კი 70 წელი არსებობს. 70 წელი შეიძლება შეუსრულდეს ადამიანს რაღაც დღეებში და შესაძლოა, ორ თვეში. ჩვენ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება, ეს იქნება 70 წელი, თუ კიდევ დავამატოთ 2 წელიწადი. ყველაფერი შესაძლებელია. გააჩნია ჩვენ, სინოდის წევრები როგორც ჩამოვყალიბდებით. მეორე - განათლების საკითხი. კარგია, როცა ადამიანს აქვს უმაღლესი საერო განათლება, მაგრამ აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება, საღვთისმეტყველო განათლება, ეს აუცილებელი პირობაა. შეიძლება ადამიანებს ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული, მაგრამ აუცილებელი ყოფილა თეოლოგიური განათლება. ეს არის გადასაწყვეტი და მისაღები. აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება და ზოგადადაც განათლებული ადამიანი უნდა იყოს,”- განაცხადა ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია