ე.წ. ფასებთან ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა, რადგან გაძვირებული ცხოვრების უკან დგას „ოცნების“ ყულაბა და კორუფციული ინტერესები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით დასრულებული“.
„ირაკლი კობახიძის 100-დღიანი “ბრძოლა” მაღალ ფასებთან და რეალობა სინამდვილეში, ანუ რა გაძვირდა მას შემდეგ: ელექტროენერგია – +33%; პური/ფქვილი – +10-20%; ხორცი – +10-20%; ბოსტნეული/ხილი – +30%-ზე მეტი; რძის პროდუქტები – +15-25%; კვების ობიექტები/რესტორნები – +15-25%; კვერცხი და პროდუქტების სრული სპექტრი – გაძვირებული; მედიკამენტები – +10-15%; საგზაო ჯარიმები – გაორმაგებული; 6 წლამდე ავტომობილების იმპორტი/განბაჟება – გაორმაგდა/გახუთმაგდა; საწვავი – +40-50 თეთრი/ლიტრი; საქალაქთაშორისო მგზავრობა – +20%; ირიგაცია (მორწყვა) – გაძვირდა ფერმერებისთვის; ქორწინების რეგისტრაცია – გაძვირდა; კომუნალური გადასახადები – ჯამში მნიშვნელოვნად გაზრდილი; ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა – აძვირებს პროდუქციას; პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საკვებით დასრულებული. ე.წ. ფასებთან ბრძოლა სინამდვილეში ფასების ზრდის 100 დღედ გადაიქცა, რადგან გაძვირებული ცხოვრების უკან დგას “ოცნების“ ყულაბა და კორუფციული ინტერესები“, - წერს ფარულავა.