„ლელო - ძლიერი საქართველოს” მიმართვის საფუძველზე კორტანეთის რკინიგზის პლატფორმის რეაბილიტაცია მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, “ლელო - ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, ბაქარ შირაძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად კორტანეთელებთან შეხვედრის შემდეგ, კორტანეთის რკინიგზის პლატფორმის საფრთხის შემცველი მდგომარეობის თაობაზე, მათ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს მიმართეს. პლატფორმით სარგებლობა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეებს შეიცავდა.
ბაქარ შირაძის განცხადებით, რკინიგზის დეპარტამენტმა მიიღო მათი მოთხოვნა და ამჟამად პლატფორმის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ცოტა ხანში კი კორტანეთელებს ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რკინიგზის პლატფორმა ექნებათ”,- ნათქვამია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.