ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აშშ-ის კუთვნილი F-35 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის პილოტის გადარჩენის შანსი დაბალია.
თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ის F-35 გამანადგურებელი ჩამოაგდო, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ ერთ-ერთმა მათგანმა ავარიული დაშვება განახორციელა, რაც, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია.