თბილისის ურბანული განვითარება ბოლო წლებში საინტერესო ტრაექტორიას მიჰყვება: ქალაქი ცდილობს დაუბრუნდეს თავის საწყისებს, თუმცა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტებით. ეს პროცესი ლოგიკურად ცვლის უძრავი ქონების შეფასების კრიტერიუმებსაც - დღეს, როცა განიხილება ახალი პროექტები თბილისში, უპირატესობა უკვე იმ კონცეფციის კომპლექსებს ენიჭება, სადაც ძირითადი აქცენტი უბნის ისტორიულ ხასიათსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებზე კეთდება.
სწორედ ამ კონტექსტის ნაწილია საცხოვრებელი კომპლექსი „კოორდინატი’’ - Keystone-ის ბიზნესკლასის პროექტი, რომელიც ორთაჭალის განახლებულ რუკაზე ფუნქციური და ვიზუალური კოორდინატი ხდება.
მათთვის, ვისაც ახალი პროექტები თბილისში, პირველ რიგში, ლოკაციის პოტენციალისა და გარემოს სტაბილურობის გამო აინტერესებს, ,,კოორდინატი’’ ამ მოლოდინს ზუსტად პასუხობს - ეს პროექტი უბნის ისტორიულ ხასიათს თანამედროვე ქალაქის ყოველდღიურობაში აცოცხლებს.
თბილისის ისტორიული მეხსიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული მტკვრის სანაპიროსთან, ვიწრო ქუჩებთან და იმ ავთენტურ გარემოსთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალაქის ხასიათს განსაზღვრავდა. ორთაჭალა კი ამ კუთხით ის გამონაკლისია, სადაც ძველი ქალაქის ხელწერა დღემდე ხელუხლებელია და სადაც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო სივრცე და მასშტაბები კვლავაც შენარჩუნებულია.
ამ ადგილის მთავარი ღირებულება მტკვრის ხეობის ღია ლანდშაფტია. გეოგრაფიული მდებარეობა აქ ჰაერის მუდმივ მოძრაობას და იმ სივრცის შეგრძნებას ქმნის, რომელიც მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში თითქმის აღარ არსებობს. „კოორდინატის’’ დაგეგმარებაც ზუსტად ამ ბუნებრივ გარემოზეა მორგებული -1 ჰა პარკი და ეზო პროექტის ნახევარზე მეტს იკავებს, რაც ისტორიულ თბილისში სიმჭიდროვისა და ხმაურის პრობლემას პრაქტიკულად ხსნის.
„კოორდინატში’’ გიორგი ხმალაძის არქიტექტურული კონცეფცია იმ პრინციპს ეფუძნება, რომ სივრცეში შემთხვევითი და უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ სამი საცხოვრებელი ბლოკი, ბიზნესცენტრი და პარკინგი კომპლექსის ერთიანი არქიტექტურული ხაზის ნაწილია. 600-ზე მეტი ბინა იმგვარადაა დაპროექტებული, რომ ბუნებრივი განათება, ხედი და სივრცის შეგრძნება ყველა წერტილში შენარჩუნდეს. ამას ხელს უწყობს ვიტრაჟული ფანჯრები, პანორამული აივნები და კუთხის ბინების კონფიგურაცია.
ხარისხის სტანდარტი, საცხოვრებელი სივრცის მიღმა, საერთო ინფრასტრუქტურაშიც აისახება. 7 000 მ² ფართობის 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც აღჭურვილია ელექტროდამტენებით, ჭკვიანი შლაგბაუმითა და პირადი სათავსოებით, ყოველდღიური გადაადგილების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. იგივე ლოგიკა დევს 24/7 კონსიერჟის მომსახურებაში, ლობიში გამოყოფილ ე.წ. ,,დელივერი’’ სივრცესა თუ წყლისა და ელექტროენერგიის სარეზერვო სისტემებში. ეს არის დეტალების ერთობლიობა, რომელიც მაცხოვრებლისთვის შეუმჩნეველ, თუმცა სრულყოფილად მომუშავე სერვისს ქმნის.
„კოორდინატის’’ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მასშტაბური რეკრეაციული ზონაა, რომელიც პროექტის საერთო ფართობის ნახევარზე მეტს იკავებს. 1 ჰექტარზე გაშლილი პარკი და კეთილმოწყობილი შიდა ეზო შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების წესის განმსაზღვრელი სივრცეა. ისტორიულ თბილისში, სადაც მჭიდრო განაშენიანება ხშირად პრივატულობისა და თავისუფალი სივრცის ნაკლებობას ნიშნავს, ეს პროექტი მაცხოვრებლებს საკუთარ, იზოლირებულ ბუნებრივ ლანდშაფტს სთავაზობს.
ეს ტერიტორია ბინის კედლებს მიღმა არსებული პერსონალური სივრცის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც ფუნქციური დაყოფა სხვადასხვა ინტერესს ერთდროულად პასუხობს. პარკის მასშტაბი საშუალებას იძლევა, აქტიური დასვენების კუთხეები, საბავშვო ზონები და მშვიდი სასეირნო ბილიკები ერთმანეთისგან გამიჯნული ისე იყოს, რომ საერთო მოხმარების სივრცეში სიმყუდროვე არ დაირღვეს.
ასეთი მასშტაბის გამწვანება, ფაქტობრივად, ბუნებრივ ბარიერს ქმნის ქალაქის ხმაურსა და საცხოვრებელ გარემოს შორის და მტკვრის სანაპიროსთან არსებულ ამ გამორჩეულ ლოკაციას დამატებით ღირებულებას სძენს.
„კოორდინატის’’ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მულტიფუნქციურობაა. აქ სხვადასხვა სერვისის ერთობლიობა, მაცხოვრებლის ყოველდღიურობიდან ზედმეტ საზრუნავს აქრობს და ქმნის სისტემას, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი ერთ მისამართზეა თავმოყრილი:
სამუშაო სივრცე: კომპლექსში ინტეგრირებულია ბიზნესცენტრი და Co-working ზონა, პირადი სამუშაო მაგიდებითა და შეხვედრების ოთახებით;
სპორტული ინფრასტრუქტურა: პადელისა და ბადმინტონის მოედნები ღია ცის ქვეშ, აქტიური ცხოვრების წესისთვის;
ბავშვთა გასართობი გარემო: სპეციალურად ბავშვებისთვის დაგეგმარებული სათამაშო მოედნები და შემეცნებითი კუთხეები;
შინაური ცხოველების ტერიტორია: იზოლირებული სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის;
კულინარიული კუთხე: Food Court-ის კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში აერთიანებს;
ტექნიკური ინფრასტრუქტურა: მანქანის სამრეცხაო, ელექტროდამტენები, ველოსიპედებისა და სკუტერების სადგომები. ამას ემატება წყლის 5-6 საათიანი სარეზერვო მარაგი და უწყვეტი ელექტროენერგია საერთო სივრცეებისთვის;
საყოფაცხოვრებო კომფორტის ზონა: საყიდლების ურიკები პარკინგზე, ჩემოდნების შესანახი ოთახი, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის ქოლგები და საწვიმრები, პირადი კაუჭები ბინის კართან, მძიმე პარკებისთვის და სპეციალური სივრცე კურიერებისთვის ლობიში.
სათავსოების სისტემა: საბურავების, თხილამურებისა და სხვა სეზონური ნივთების შესანახი სპეციალური ზონები.
აქ ყოველი სერვისი იმისთვისაა შექმნილი, რომ თითოეულმა მაცხოვრებელმა საკუთარ სახლში ფუნქციური თავისუფლება იგრძნოს.
თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე ბინები თბილისში სულ უფრო მეტი კრიტერიუმით ფასდება - მდებარეობა, არქიტექტურული ხელწერა, შიდა ინფრასტრუქტურა და გარემოსთან თავსებადობა. განსაკუთრებით გამოირჩევა ბინები ორთაჭალაში, სადაც „კოორდინატი" სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა - თითოეული ელემენტი საერთო საცხოვრებელი გარემოს იდეას ემსახურება.
ხარისხი, რომელიც ფასადს მიღმა, წვრილმან დეტალებში იგრძნობა, ის ამოსავალი წერტილია, რომლითაც Keystone-მა ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო. კომპანიის მიერ განხორციელებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტები სწორედ ამ მიდგომის პრაქტიკული დასტურია.
როგორც საცხოვრებელი კომპლექსი, „კოორდინატი’’ ბაზარზე საკუთარ, საკმაოდ მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს. „ქალაქი აქედან იწყება’’ - ეს ერთდროულად არქიტექტურული, გეოგრაფიული და ინვესტიციური განაცხადია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ცხოვრება თბილისის ყველაზე ავთენტურ და პერსპექტიულ ნაწილს დაუკავშიროს.
(R)